,,მე მეფე ვარ''- დონალდ ტრამპი 06.01.2026 21:04

 

მე მეფე ვარ, - ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის წევრებს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპის თქმით, მან ნებისმიერ ადამიანზე მეტი Boeing-ის ტიპის თვითმფრინავი გაყიდა და „წლის მოვაჭრის" ჯილდოც დაიმსახურა.

„მე მეფე ვარ - მე დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანზე მეტი Boeing-ის თვითმფრინავი გავყიდე. მათ წლის მოვაჭრის ჯილდო მომცეს. ვთქვი, რას იტყვით გამყიდველებზე Boeing-ის ისტორიაში? მე ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადამიანზე გაცილებით მეტი Boeing-ის თვითმფრინავი გავყიდე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ათასზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ