"მიმაჩნია, რომ ამერიკელები პროდუქტიულები არიან" - ვოლოდიმირ ზელენსკი 07.01.2026 23:07

 

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ, როგორც ეს ვენესუელის უკვე ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა. 

"მიმაჩნია, რომ ამერიკელები პროდუქტიულები არიან. ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ზეწოლა არ არის. მათ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მათ აქვთ ინსტრუმენტები და ეს შეუძლიათ. და როდესაც ძალიან უნდათ, მათი პოვნა შეუძლიათ. მთავარია უკრაინა მათთვის პრიორიტეტი იყოს. აი, მადუროს მაგალითი. მათ ოპერაცია ჩაატარეს. შედეგი ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა. მათ ეს სწრაფად გააკეთეს. დაე, რაიმე სახის ოპერაცია კადიროვთან, ამ მკვლელთანაც ჩაატარონ. იქნებ შემდეგ ეს პუტინმა დაინახოს და კარგად დაფიქრდეს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ