დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან უკრაინაში 15 ათასი სამხედრო გააგზავნონ -The Times 08.01.2026 10:27

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში 15 ათას ჯარისკაცს გააგზავნიან, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

თავდაპირველად ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინაში 10 ათასი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროში აღიარეს, რომ ბრიტანული არმიის რიცხოვნობის გათვალისწინებით, ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც სამხედრო წყაროები უყვებიან გამოცემას, უკრაინაში სულ მცირე 7 500 ბრიტანელი სამხედრო განთავსდება, თუმცა ესეც რთული იქნება, რადგან დღესდღეობით დიდ ბრიტანეთს რეგულარულ არმიაში 71 ათასი გაწვრთნილი სამხედრო ჰყავს.

7 500 სამხედროს უკრაინაში გააგზავნის საფრანგეთიც. როგორც The Times-ი იუწყება, უკრაინასთან ახლოს, პოლონეთში ან რუმინეთში სამხედრო მოსამსახურეებს განათავსებს გერმანიაც აპირებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ