09.01.2026 18:29
ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა თუ ორი მხარიდან მხოლოდ ერთს ესაუბრება, მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება.
„ვფიქრობ, მაკრონი მართალია ამ საკითხში. მე მჯერა, რომ დადგა დრო, ევროპამაც ისაუბროს რუსეთთან. თუ ევროპა გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების ამ ფაზაში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ორი მხრიდან ერთ-ერთთან საუბრით, მეშინია, რომ საბოლოოდ მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება", - აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.
მელონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ იმუშავებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და თავიდან აიცილებს დაბნეულობას.
„თუ ჩვენ შეცდომას დავუშვებთ და გადავწყვეტთ, ერთი მხრივ, რუსეთთან დიალოგის განახლებას და მეორე მხრივ, არაორგანიზებულად გავაგრძელებთ, პუტინს სამსახურს გავუწევთ. ეს პრობლემა თავიდანვე გვაქვს. ძალიან ბევრი ხმა საუბრობს, ძალიან ბევრი ფორმატი", - აღნიშნა მელონიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნებოდა.
ავტორ(ებ)ი :