აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში დააკავა კიდევ ერთი ნავთობტანკერი, რომელიც აკრძალული ნავთობის გადაზიდვაში იყო ეჭვმიტანილი 09.01.2026 20:35

 

აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. აშშ-ის სამხრეთ სარდლობის ინფორმაციით, ავიამზიდ Gerald R. Ford-იდან გაშვებულმა აშშ-ის ჯარისკაცებმა კარიბის ზღვაში ინციდენტების გარეშე დააკავეს ტანკერი „ოლინა".

Marine Traffic-ის ცნობით, ტანკერი ვენესუელის მახლობლად, ტიმორ-ლესტეს დროშის ქვეშ მიცურავდა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კრისტი ნოემის განცხადებით, ვენესუელიდან გასული ტანკერი ცდილობდა, აშშ-ის ძალებისთვის თავი აერიდებინა და ეჭვმიტანილი იყო აკრძალული ნავთობის გადაზიდვაში.

„მოჩვენება ფლოტები სამართალს ვერ გაექცევიან. ისინი ეროვნების გაყალბებით ვერ დაიმალებიან", - განაცხადა კრისტი ნოემმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ