უმაღლესი რადა დენის შმიგალისა და მიხაილ ფედოროვის გადადგომის შესახებ განცხადებებს განიხილავს - მედია 09.01.2026 23:44

 

უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები მიიღო.

როგორც უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, აღნიშნულ განცხადებებს უახლოეს მომავალში, დადგენილი პროცედურის შესაბამისად, 13-16 იანვარს განიხილავენ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 იანვარს შეხვედრა გამართა დენის შმიგალთან. როგორც ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, დენის შმიგალს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავს და ამაში პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, მიხაილ ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ