10.01.2026 18:46
ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის წყლებში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ.
ამის შესახებ „როიტერი" წერს.
საზღვაო წვრთნები სახელწოდებით „ბრიქს პლუსი" დღეს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც „როიტერი" იუწყება, წვრთნებში ასევე ჩართულია ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, წვრთნებში ბრაზილია, ეგვიპტე და ეთიოპია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.
სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი „საზღვაო ნავიგაციისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა".
ავტორ(ებ)ი :