,,ირანში ბოლო 48 საათში დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა''- Iran International 11.01.2026 10:07

Iran International: ირანში ბოლო 48 საათში სულ მცირე 2 000 ადამიანი დაიღუპა- მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების დასაშლელად უსაფრთხოების ძალები არაპროპორციულ ძალას იყენებენ. ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რაშტში ექიმმა Iran International-ს განუცხადა, რომ მხოლოდ ერთ საავადმყოფოში სულ მცირე 70 გვამი მიიღეს.

 

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ისეთ რაიონებში, როგორიცაა კარაჯის ფარდისი, თეირანის ნაწილები, დასავლეთ ირანში კი ილამისა და კერმანშაჰის პროვინციებში. ირანული მედია წერს, რომ 8 იანვარს ინტერნეტის გათიშვამ შეუძლებელი გახადა ადგილზე მომხდარი მოვლენების სრული სურათის მიღება, თუმცა ის, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო კადრების სახით Starlink უზრუნველყოფს.

 

 საპროტესტო აქციები ირანში 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. საპროტესტო მუხტის ჩასახშობად, ირანის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჰეზბოლასა და ერაყის მილიცია განალაგა. მანამდე, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, ფართომასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, უსაფრთხოების „წითელი ხაზი" გამოაცხადა. ირანში პროტესტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების, მაღალი ინფლაციისა და პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ