პრეზიდენტი ტრამპი ყურადღებით აკვირდება თქვენს მამაცობას, მზად არის, დაგეხმაროთ, არ დატოვოთ ქუჩები, ჩემი გული თქვენთანაა -ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი 11.01.2026 15:33

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანელებს მიმართა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მზადაა, დაეხმაროს მათ.

„დღეს მსოფლიო თქვენი ეროვნული რევოლუციის გვერდით დგას და თქვენს გამბედაობას აფასებს. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს მამაცობას. მან განაცხადა, რომ მზად არის, დაგეხმაროთ. არ დატოვოთ ქუჩები. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენ გვერდით ვიქნები", - განაცხადა ფაჰლევიმ.

ამასთან, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა აღნიშნა, რომ ირანს აღარ ჰყოფნის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მილიონობით დემონსტრანტს წინააღმდეგობას გაუწევენ.

„მომივიდა საიმედო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ისლამური რესპუბლიკა მძიმე დეფიციტის წინაშე დგას. ამ დრომდე ბევრმა შეიარაღებულმა და უსაფრთხოების ძალებმა დატოვეს სამუშაო ადგილები ან არ დაემორჩილენ ბრძანებებს", - აცხადებს რეზა ფაჰლევი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ