ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს -ვიქტორ ორბანი 11.01.2026 15:41

ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამჟამინდელი კურსი გაგრძელდება, ევროპის ეკონომიკა განადგურდება.

„ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება: უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს. სინამდვილეში, თუ ასე გაგრძელდება, ეს ევროპის ეკონომიკას გაანადგურებს. ამერიკელებს უფრო მეტი გონიერება აქვთ. ტრამპი 2022 წელს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა. ჩვენ ახლა იმ წერტილამდე მივედით, სადაც მათ ხელი მოაწერეს წერილობით შეთანხმებას და მზად არიან, ჯარები გაგზავნონ და განათავსონ უკრაინის ტერიტორიაზე. ამ ევროპული ლიდერობით შეუძლებელია კურსის შეცვლა, უკან დახევა ან ამ ჩიხიდან გადახვევა. ყველა, ვისაც საღი აზრი აქვს - და ჩვენ გვაქვს ის - ამ ომში არ ჩაერთვება. ყველა ვისაც საღი აზრი აქვს - და ჩვენ გვაქვს ის - თავის ქვეყანას ომის ეკონომიკად არ აქცევს. ჩვენ ამაში არ ჩავერთვებით და არჩევნებისთვის მოვემზადებით", - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გლობალური პოლიტიკა არასტაბილურობის, გაურკვევლობისა და საფრთხის ეპოქაში შევიდა, რომლის წინაშეც ევროპა მოუმზადებელია.

„ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი ჩვენ თვალწინ ინგრევა. პრეზიდენტმა ტრამპმა გადატრიალება მოახდინა. ცვლილებებს მოაქვს რეორგანიზაცია, გაურკვევლობა და საფრთხე. ეს არის ის, რაც გველოდება მომდევნო წლებში", - განაცხადა ორბანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ