დონალდ ტრამპს ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს 11.01.2026 16:24

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გასულ დღეებში ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს.

New York Times-ის ინფორმაციით, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა, დონალდ ტრამპს თეირანში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობის ვერსიაც გააცნეს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტია „მასშტაბური საჰაერო დარტყმა ირანის მრავალ სამხედრო სამიზნეზე".

გამოცემის წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ გეგმაა და ირანზე უახლოეს პერიოდში თავდასხმის ოფიციალური ნიშანი ამ ეტაპზე არ არის.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ