12.01.2026 10:04
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ირანის მთავრობამ „ლეგიტიმურობა დაკარგა".
ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ ის ირანის საკითხს ვაშინგტონში ყოფნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთად განიხილავს.
„ხალხი აპროტესტებს ამ რეჟიმს. რეჟიმმა, რომელიც თიშავს ინტერნეტს, რომელიც ზღუდავს კომუნიკაციის უფლებას, ფაქტობრივად დაკარგა ლეგიტიმურობა. მათ ეშინიათ საკუთარი მოსახლეობის", - აცხადებს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოში.
ავტორ(ებ)ი :