12.01.2026 23:12
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში წერს, რომ თეირანში დღეს გამართული აქცია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის გაფრთხილება იყო, რომ დაასრულონ ტყუილები.
მისი თქმით, ეს ისტორიული დღეა.
„მტკიცე გადაწყვეტილებით სავსე ამ უზარმაზარმა დემონსტრაციებმა ჩაშალა უცხოელი მტრების გეგმები, რომლებიც ადგილობრივი დაქირავებული მებრძოლების მიერ უნდა განხორციელებულიყო. ირანელმა ერმა მტრების წინაშე თავისი სიმტკიცე და იდენტობა გამოავლინა. ეს იყო გაფრთხილება ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ უნდა შეწყვიტონ ტყუილები", - წერს ალი ხამენეი.
მედიის ცნობით, ირანში დღეს აიათოლა ალი ხამენეის მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაციები იმართებოდა.
ავტორ(ებ)ი :