ვეწინააღმდეგებით ირანში სამხედრო ინტერვენციას, ირანმა თავისი შიდა პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას-ჰაკან ფიდანი 15.01.2026 17:19

თურქეთი ირანში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია და პრიორიტეტულად დესტაბილიზაციის თავიდან აცილებას მიიჩნევს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს დიპლომატიურ ინიციატივებს საკითხის გადასაჭრელად. ამასთან, ფიდანის თქმით, ანკარა იმედოვნებს, რომ ირანი და შეერთებული შტატები კონფლიქტის დასრულებას შეძლებენ.

„ვეწინააღმდეგებით ირანში სამხედრო ინტერვენციას. ირანმა თავისი შიდა პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას. სწორედ ამიტომ ჩვენი პრიორიტეტია, სრულიად თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ძალის გამოყენებას გამოიწვევს. ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ პრობლემები დიალოგის გზით მოგვარდეს. ვფიქრობ, ირანში ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია რეგიონისთვის ძალიან რთულია", - განაცხადა ფიდანმა.

მედიის ცნობით, ფიდანმა ბოლო დღეებში ორჯერ დაურეკა თავის ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის. როგორც მედია წერს, ფიდანმა ხაზი გაუსვა რეგიონული დაძაბულობის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების აუცილებლობას. თურქეთის დიპლომატიურმა წყარომ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი კონტაქტზეა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან, რადგან თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი კომუნიკაცია შეჩერებულია.

ცნობისთვის, თეირანმა თავისი მეზობლები, მათ შორის თურქეთი, გააფრთხილა რომ დარტყმას მიაყენებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს, თუ ვაშინგტონი ირანზე დარტყმას განახორციელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ