რუსეთი ევროპული ქვეყანაა, მასთან ბალანსის აღდგენას თუ შევძლებთ, ევროკავშირი და ჩვენც კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ-ფრიდრიხ მერცი 15.01.2026 21:18

რუსეთი ევროპული ქვეყანაა, ჩვენი უდიდესი მეზობელი,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება შესაძლებელი გახდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს.

„თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ბალანსის აღდგენას შევძლებთ - თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება გარანტირებული იქნება - თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ. ამას ვისურვებ ჩვენთვის," - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ