ტრამპმა ღაზის სექტორში „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრთა სიაში მარკო რუბიო და ტონი ბლერი შეიყვანა 17.01.2026 17:53

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს" დამფუძნებელ წევრებად ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი დაასახელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„დამფუძნებელი აღმასრულებელი საბჭოს" შემადგენლობაში ასევე შევლენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი.

საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას თავად ტრამპი შეასრულებს. საბჭო ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შეიქმნება, რომელიც ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს" შორის ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ