17.01.2026 19:15
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა დელეგაციამ ამერიკულ მხარეს უნდა მიაწოდოს რეალური ინფორმაცია რუსული დარტყმების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ტერორის შედეგებია დიპლომატიური პროცესის დისკრედიტაცია და დიალოგის შესაძლებლობების გაუარესება.
„ამ ტერორის შედეგებიდან ერთ-ერთია დიპლომატიური პროცესის დისკრედიტაცია: ადამიანები კარგავენ რწმენას დიპლომატიაში, ხოლო რუსული შეტევები მუდმივად ძირს უთხრის იმ შეზღუდულ შესაძლებლობებსაც კი დიალოგისთვის, რომლებიც ადრე არსებობდა. ამერიკულმა მხარემ ეს უნდა გაიაზროს", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა აუცილებლობას, მიაღწიონ პროგრესს იმ დოკუმენტებზე მუშაობაში, რომლებიც მომზადების სტადიაზეა.
„უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე და ახლა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ, წავა თუ არა დიპლომატია წინ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ავტორ(ებ)ი :