18.01.2026 17:25
Washington Post-ის ინფორმაციით, შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანში ამერიკულ დარტყმას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ტრამპს თავისი „წითელი ხაზი" უნდა დაეცვა. ეს მოულოდნელი ცვლილებაა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისგან, რომელიც აქამდე ახლო აღმოსავლეთში ომების წინააღმდეგი იყო.
გამოცემის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია მას შემდგე შეიცვალა, რაც ოვალურ კაბინეტში ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალას გაეცნო, რომელზეც აიათოლას რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის კადრებია აღბეჭდილი.
ავტორ(ებ)ი :