19.01.2026 18:33
ნორვეგიის პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცეა. გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია და ნორვეგია სრულად უჭერს მხარს დანიის სამეფოს ამ საკითხში, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტორემ განაცხადა.
ნორვეგიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ოსლო ასევე მხარს უჭერს არქტიკაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სამუშაოს პასუხისმგებლიან გაძლიერებას.
სტორემ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან წერილის მიღება. იონას გაჰრ სტორეს განცხადებით, ნორვეგია მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის შორეულ ჩრდილოეთში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანიას არ შეუძლია გრენლანდიის დაცვა რუსეთისა და ჩინეთისგან და მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, ვიდრე აშშ-ს სრული კონტროლი არ ექნება გრენლანდიაზე.
ავტორ(ებ)ი :