,,აშშ-ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ე.წ. „ჩინური საფრთხის“ საბაბად გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად''- ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი 19.01.2026 19:35

 

ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა და უარყო ბრალდება, თითქოს ის გრენლანდიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, შეწყვიტოს ე.წ. „ჩინური საფრთხის" საბაბად გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გო ძიაკუნმა.

ეს კრიტიკა მოჰყვა დონალდ ტრამპის ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც მან შაბათს აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ესაჭიროება გრენლანდია არქტიკაში ჩინური და რუსული საფრთხეების გასამკლავებლად.

„ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით. არსებული საერთაშორისო წესრიგის საფუძველია საერთაშორისო სამართალი, რომელიც გამყარებულია გაეროს წესდების მიზნებითა და პრინციპებით, ის დაცული უნდა იყოს", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ