19.01.2026 21:23
ევროპამ ყურადღება უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე უნდა გაამახვილოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.
„ევროპამ რუსეთთან და უკრაინასთან ომზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, რა შედეგი მოჰყვა ამას. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ევროპამ ყურადღება - არა გრენლანდიაზე", - აღნიშნა ტრამპმა.
როდესაც მას ჰკითხეს, გამოიყენებდა თუ არა ძალას გრენლანდიის დასაკავებლად, პრეზიდენტმა უპასუხა: „კომენტარის გარეშე".
ტრამპმა ასევე უარყო იდეა, რომ ნორვეგიას არანაირი გავლენა არ აქვს ნობელის მშვიდობის პრემიის კონკურსზე და რომ გადაწყვეტილება მთლიანად კომიტეტზეა დამოკიდებული.
„ნორვეგია სრულად აკონტროლებს მას, მიუხედავად იმისა, რასაც ამბობენ. მათ მოსწონთ იმის თქმა, რომ ამასთან არაფერი აქვთ საერთო.", - თქვა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :