ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი 20.01.2026 20:40

 

ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

ეს ნაბიჯი დონალდ ტრამპის მხრიდან გაჟღერებულ ბოლო მუქარებს უკავშირდება. სამშაბათს, ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაადასტურეს, რომ ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პროცესი დროებით შეჩერებულია.

„სოციალ-დემოკრატების" ჯგუფის პრეზიდენტმა ირაჩე გარსია პერესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ ფრაქციებს შორის არსებობს „უმრავლესობის შეთანხმება" გასულ წელს აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაყინვასთან დაკავშირებით.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ