21.01.2026 00:46
დიდი შიში, რაც ნატო-სთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ვიცი, ჩვენ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-მ ნატო-სთვის უზარმაზარი თანხები დახარჯა და ნატო-ც სამართლიანად უნდა მოექცეს ამერიკას.
„ნატო-ს წევრები დავარწმუნე, რომ თავდაცვის ხარჯები ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე გაეზარდათ. მე ნატო-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. შეგიძლიათ, ამის შესახებ გენერალურ მდივანს ჰკითხოთ. მან ეს ბევრჯერ თქვა. მე ნატო-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, მაგრამ ნატო-ც სამართლიანად უნდა მოგვექცეს. დიდი შიში, რაც ნატო-სთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ჩვენ ნატო-სთვის უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ და ვიცი, რომ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მე ნამდვილად მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად", - განაცხადა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :