ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა 26.01.2026 19:09

 

ეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პეტრა ბაირი (ავსტრია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე აბსოლუტური უმრავლესობით, 164 ხმით აირჩიეს.

პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 36-ე პრეზიდენტი გახდა და ის აღნიშნულ თანამდებობას ერთი წლის ვადით დაიკავებს, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი.

პეტრა ბაირმა აღნიშნულ თანამდებობაზე თეოდოროს რუსოპულოსი შეცვალა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ