26.01.2026 19:25
იტალიის ვიცე-პრემიერმა და პარტია „ლიგის" (Lega) ლიდერმა, მატეო სალვინიმ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მკაცრად გააკრიტიკა.
აკვილაში გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სალვინიმ ზელენსკის მოუწოდა, რეალობას თვალი გაუსწოროს.
„ჩვენ მოვისმინეთ ზელენსკის განცხადებები, რომელსაც ამდენი ფულის, ამდენი ძალისხმევისა და დახმარების შემდეგ, კიდევ ჰყოფნის გამბედაობა, რომ დაიჩივლოს. ჩემო მეგობარო, შენ აგებ ომს, კარგავ სანდოობასა და ღირსებას, ამიტომ რაც შეიძლება მალე მოაწერე ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. არჩევანი უნდა გააკეთო დამარცხებასა და სრულ განადგურებას შორის", - განაცხადა სალვინიმ.
იტალიის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიების შექმნა შემდგომი აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
სალვინის თქმით, წელს უკრაინის შესახებ მიღებულ დეკრეტში, მისი პარტიის წყალობით, აქცენტი იარაღსა და ბომბებზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე გადავიდა.
მან დაამატა, რომ დაცვის მექანიზმები აუცილებელია ახალი კონფლიქტების გამოსარიცხად.
ავტორ(ებ)ი :