ამერიკის შეერთებულ შტატებში ყინვასა და ქარიშხალს 11 ადამიანი ემსხვერპლა 26.01.2026 19:33

 

ყინვასა და ქარიშხალს ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 ადამიანი ემსხვერპლა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი,
14 000-ზე მეტი გადადებული ავიარეისი, დახურული სკოლები, - შეერთებულ შტატებში უამინდობაა.

ქვეყნის 20-ზე მეტ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ყველაზე მეტად კენტუკი, ჯორჯია, ვირჯინია და ალაბამა დაზარალდა. დიდთოვლობა და ყინვაა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკშიც. სკოლების დიდი ნაწილი დროებით დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდება.

მეტეოროლოგების პროგნოზით, დღეიდან თოვა უნდა შეწყდეს, თუმცა ძლიერი ყინვა და ქარი შენარჩუნდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ