ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან, ეს არის გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ თანამშრომლობა საუკეთესო პასუხია გლობალურ გამოწვევებზე -ურსულა ფონ დერ ლაიენი 27.01.2026 14:24

ორმილიარდიან ბაზარს ვქმნით, ეს არის ორი გიგანტის, მსოფლიოს მეორე და მეოთხე უდიდესი ეკონომიკების ისტორია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს და მილიონობით ადამიანისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის.

„ეს არის ისტორია ორი გიგანტისა, რომელმაც აირჩია პარტნიორობა ურთიერთმომგებიანი პირობებით. ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ თანამშრომლობა არის საუკეთესო პასუხი გლობალურ გამოწვევებზე. ვაჭრობა ჩვენი პროდუქციის გაცვლას შეუწყობს ხელს და ჩვენს ერთობლივ საწარმოო შესაძლებლობებს გააძლიერებს. ერთ წელიწადში მისი წყალობით 4 მილიარდი ევროს ოდენობის საექსპორტო გადასახადების შემცირება იქნება შესაძლებელი. ინდოეთსა და ევროპაში მილიონობით ადამიანისთვის ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ის ორივე მხარის ეკონომიკის გაზრდას გამოიწვევეს, რასაც ცალკე ვერცერთი ვერ შევძლებდით. ამ გზით ჩვენ ასევე ვამცირებთ სტრატეგიულ დამოკიდებულებას", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. შეთანხმების მიხედვით, 2032 წლისთვის ევროკავშირი ინდოეთში ექსპორტს გააორმაგებს; ინდური მხარე კი ევროპულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს ან საერთოდ გააუქმებს.

როგორც მედია წერს, შეთანხმების ამოქმედებას, სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ