დონბასიდან კიევის გასვლა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა -კირილ დმიტრიევი 27.01.2026 16:43

დონბასის რეგიონიდან უკრაინის გასვლა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს.

როგორც დმიტრიევი სოციალურ ქსელში წერს, ეს გზა არის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გასაღები.

„დონბასიდან გასვლა კიევისთვის მშვიდობისკენ მიმავალი გზაა", - წერს დმიტრიევი.

ამასთან, დმიტრიევმა გააზიარა „ფაინენშალ თაიმსის" მასალა, სადაც საუბარია, რომ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებულია იმაზე, დაეთანხმება თუ არა უკრაინა ჯარების გაყვანას კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დონბასში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ