27.01.2026 18:25
ჩინეთი მზად არის, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააღრმავოს. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, დუნ ძიუნმა რუს კოლეგასთან, ანდრეი ბელოუსოვთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მხარეებმა უნდა გააძლიერონ შესაძლებლობები სხვადასხვა რისკისა და გამოწვევის წინააღმდეგ, რათა „პოზიტიური ენერგია" შეიტანონ გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიესალმა „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" სტაბილურ განვითარებას.
ანდრეი ბელოუსოვმა ყურადღება გაამახვილა ვენესუელისა და ირანის მაგალითებზე და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში მუდმივ ანალიზსა და შესაბამისი ზომების მიღებას.
ავტორ(ებ)ი :