27.01.2026 19:36
გერმანიამ ახალი პარტნიორები უნდა ეძებოს ცვალებადი გლობალური წესრიგის ფონზე, - განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა სამშაბათს.
„მსოფლიო უფრო არაპროგნოზირებადი გახდა, ხოლო ალიანსები, რომლებსაც ვენდობოდით და ვეყრდნობოდით, რღვევას იწყებს", - განაცხადა კატერინა რაიხემ Handelsblatt-ის ენერგეტიკულ სამიტზე.
„ეს არ ნიშნავს ამ ალიანსების მიტოვებას, არამედ მათთან მუშაობის გაგრძელებას, რაც არ უნდა რთული იყოს ეს გარკვეულ შემთხვევებში, და უპირველეს ყოვლისა, ახალი პარტნიორების ძიებას", - აღნიშნა მან.
კერძოდ, რაიხემ ახსენა სამხრეთ ამერიკა, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი, კანადა, ავსტრალია და აზიის ქვეყნები, მათ შორის მალაიზია.
ავტორ(ებ)ი :