უკრაინის ელექტროქსელში ავარიის გამო ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება 31.01.2026 17:13

უკრაინის ელექტროქსელში სისტემური ავარია მოხდა, რის გამოც უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უკრაინული მედიის თანახმად, 31 იანვარს, დილის 10:42 საათზე ტექნოლოგიური გაუმართაობა მოხდა რუმინეთისა და მოლდოვის ენერგოსისტემებს შორის 400 კვ ძაბვის ხაზისა და უკრაინის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს შორის 750 კვ ძაბვის ხაზის ერთდროულად გათიშვისას.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ელექტროქსელის დონეზე მიღებულია ყველა საჭირო ზომა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომლის მიზანია სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად სტაბილიზაცია.

კიევის საქალაქო ელექტრომატარებელმა, რომელმაც მეტროს მსგავსად შეწყვიტა მოძრაობა, ამჟამად მოძრაობა განაახლა.

უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კიევის, ჟიტომირისა და ხარკოვის ოლქებში საგანგებო გათიშვის სპეციალური გრაფიკები გამოიყენეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ