იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი 31.01.2026 17:24

CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. 

მისი თქმით, მთელი კარიერა სიახლეების გაშუქებას დაუთმო და გაჩერებას ან გაჩუმებას არც ახლა აპირებს.

„მთელი ჩემი კარიერა სიახლეების გაშუქებას დავუთმე. ახლა არ გავჩერდები. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი დრო, ვიდრე ახლა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც სიმართლეს ნათელს ჰფენს და ხელისუფლებაში მყოფებს პასუხისმგებლობას აკისრებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახლა არ გავჩერდები. არასდროს გავჩერდები. იუსტიციის დეპარტამენტმა შუაღამისას ფედერალური აგენტების გუნდი გამოგზავნა ჩემს დასაპატიმრებლად იმის გამო, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებ და ეს არის ახალი ამბების გაშუქება. კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს ამ სამუშაოს ჩემთვის და უამრავი სხვა ჟურნალისტისთვის, რომლებიც იმავეს აკეთებენ. მე ყველა მათგანის გვერდით ვდგავარ და არ გავჩუმდები", - აცხადებს დონ ლემონი.

ცნობისთვის,  CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი, რომელსაც ფედერალური სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის ბრალი წარედგინა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, ლემონის წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავს დანაშაულებრივ შეთქმულებასა და უფლებების დარღვევას. გავრცელებული ინფორმაციით, იგივე ბრალდება წაუყენეს აქციაზე მყოფ ექვს ადამიანს, მათ შორის კიდევ ერთ ჟურნალისტს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ