,,ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს''- დონალდ ტრამპი 01.02.2026 09:59

 

ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

„ჩვენ შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. შეთანხმების კონცეფციაზე უკვე შევთანხმდით", - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელისგან ნავთობს ჩინეთიც შეიძენს.

„ჩინეთს შეუძლია შეთანხმებას შეუერთდეს და ნავთობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება გაფორმდება. ჩვენ ამას მივესალმებით", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ