საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ 03.02.2026 18:12

 

ესპანეთი 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

ამასთან, ესპანეთში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც სოციალური მედიის მფლობელებს მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მომავალ კვირას წარადგენს კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის აღმასრულებლებს პასუხისმგებლობას დააკისრებს უკანონო და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტისთვის, ასევე ალგორითმული მანიპულირებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას აპირებენ საბერძნეთშიც. ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ადასტურებს.

ცნობისთვის, სოციალურ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოლიტიკის შემუშავებას გეგმავენ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც.  იქამდე კი 2025 წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომა აკრძალა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ