2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი 05.02.2026 09:55

2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რიცხვიც.

„ფრონტის ხაზი თუ გაიყინება და ჩვენ შესაბამის პოზიციებს შევინარჩუნებთ, ეს ჩვენი მხრიდან უკვე უზარმაზარი დათმობა იქნება. ამ ომს თუ წავაგებთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დავკარგავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინა ვლადიმერ პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება. თუმცა, მისივე თქმით, „ევროპელებს არ სჯერათ, რომ ეს შეიძლება მათ ქვეყანაში მოხდეს“.

„მათი რაკეტების მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია. ისინი დარტყმას ყველგან განახორციელებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რაც უფრო ძლიერია ფრანგული დახმარება“, მით უფრო ნაკლებია „შანსი“, რომ ეს ომი საფრანგეთამდე მივიდეს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ