აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ - Reuters 05.02.2026 21:04

აშშ-ის შეიარაღებული ძალების თანახმად, 5 თებერვალს აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, აღადგინონ სამხედროთა შორის მაღალი რანგის დიალოგი, რომელიც ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებულია. ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება აბუ დაბიში ამერიკელი და რუსი სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

გავრცელებული ცნობით, აბუ დაბიში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი რუს და უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.

განცხადების თანახმად, მხარეები გააგრძელებენ მუშაობას მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ