ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, შეიძლება, რაღაც მოხდეს -დონალდ ტრამპი 07.02.2026 11:11

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ძალიან კარგი მოლაპარაკებები" მიმდინარეობს.

„დღეს ძალიან, ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით. შეიძლება, რაღაც მოხდეს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, 4-5 თებერვალს აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ