07.02.2026 11:53
რუსეთის უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის გამო, პოლონეთმა ორი აეროპორტი დროებით დახურა.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.
პოლონეთის საჰაერო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. ორივე ქალაქი უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განალაგა მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალები და საშუალებები. ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას",- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. თავდასხმის გამო კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ავტორ(ებ)ი :