07.02.2026 15:20
რუსეთმა მასშტაბური თავდასხმის დროს 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის, დაახლოებით, 40 რაკეტა გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
ზელენსკის თქმით, რუსების მთავარი სამიზნე იყო ენერგოსისტემა, გენერაციის ობიექტები და გამანაწილებელი ქვესადგურები.
მისივე თქმით, სხვადასხვა ობიექტი დაზიანდა ვოლინის, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვისა და როვნოს ოლქებში.
„რუსეთს ყოველდღე შეუძლია, ნამდვილი დიპლომატია აირჩიოს, მაგრამ მეტ დარტყმას ირჩევს. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც სამმხრივ მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, ამაზე რეაგირება მოახდინოს", - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვს უნდა ჩამოერთვას უკრაინაზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობა, ამისთვის კი საჭიროა რკეტები „პეტრიოტის", „ნასამისა" და სხვა სისტემებისთვის.
„ყველა მხარე გვეხმარება ზამთრის გადატანაში. მადლობა ყველა პარტნიორს, ვინც ამას ხვდება და ნამდვილად გვეხმარება", - წერს ზელენსკი.
ავტორ(ებ)ი :