ახალი მსოფლიო წესრიგი პატრიოტიზმზეა დაფუძნებული და ევროკავშირი ახალი წესრიგის მთავარი დამარცხებულია -პიტერ სიიარტო 10.02.2026 17:32

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირი იზოლირებულია მსოფლიოს ძირითადი მოთამაშეებისგან.

როგორც სიიარტომ ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირი ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარი დამარცხებულია.

 

 

„ევროკავშირი იზოლირებულია აშშ-ისგან. გაიხსენეთ ევროპელი ლიდერების კომპეტენცია 2016 წლიდან. ვის შეეძლო, უფრო მეტად ამაზრზენი განცხადებების გაკეთება პრეზიდენტ ტრამპზე მხოლოდ იმისთვის, რომ ლიბერალური მედიისთვის ესიამოვნებინათ, ყოფილიყვნენ დღის სათაურებში? ევროპელებთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპსაც ახსოვს ეს განცხადებები. ევროკავშირი იზოლირებულია ჩინეთიდან, უხერხული პოზიციით, რომ ჩვენ ჩინეთის სისტემური მოწინააღმდეგეები ვართ. ვინ არის წინააღმდეგობაში ჩინეთის სისტემასთან? ეს მათი სისტემაა, ჩვენ ჩვენი სისტემა გვაქვს, რატომ უნდა ვიყოთ მეტოქეები, როდესაც საუბარია სისტემებზე? მოდით, შევხედოთ, სად შეგვიძლია ერთად მუშაობა და თანამშრომლობა. ევროკავშირი იზოლირებულია რუსეთისგან, რა თქმა უნდა, სანქციების რეჟიმით, რომელიც უფრო აზიანებს ევროპის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთისას. ეკონომიკური ზრდის ევროპული მოდელი ძალიან მარტივი იყო, დასავლური ტექნოლოგიების განვითარების და იაფი რუსული ენერგიის კომბინაცია. ეს დაინგრა და რა არის შემდეგ? ალტერნატიული სტრატეგიები არ არსებობს. სტრატეგიას ვერ ვუწოდებთ უფრო ძვირი და ნაკლებად სანდო ენერგიის შესყიდვას. ევროკავშირის მომავალს როცა ეხება საქმე, ევროკავშირი იზოლირებულია ლგბტ საკითხების წაყენებით, როგორც წინაპირობა რაციონალური თანამშრომლობისთვის, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი ლიდერია ევროპაში, რომელსაც შეუძლია, ესაუბროს აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის და თურქეთის პრეზიდენტებს. ევროკავშირი ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარი დამარცხებულია. მსოფლიოს ბლოკებად დაყოფის სტრატეგია დამარცხდა. ახალი მსოფლიო წესრიგი პატრიოტიზმზეა დაფუძნებული. ეს მსოფლიო წესრიგი არის გლობალური პატრიოტული რევოლუციის პროდუქტი. ვამაყობთ, რომ ეს რევოლუცია ბუდაპეშტიდან დაიწყო. მსოფლიოს პირველი სუპერძალის ლიდერი პატრიოტი ლიდერია და ეს რევოლუცია ახალ გამაძლიერებელს იღებს. ეს ახალი მსოფლიო წესრიგი ეფუძნება ორმხრივ თანამშრომლობას, მთავრობათშორის თანამშრომლობას, პირად პატივისცემას, სადაც მეგობრობა და ერთგულება ღირებულებებია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ