11.02.2026 17:14
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის პაკეტი დაამტკიცა.
კერძოდ, ევროპარლამენტმა დაამტკიცა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის სახით 2026 და 2027 წლებისთვის.
ფინანსური დახმარება გაიცემა უკრაინის საჭიროებების შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია უკრაინის მიერ მომზადებულ და ევროკომისიის მიერ შეფასებულ დაფინანსების სტრატეგიაში. დაფინანსება მკაცრ პირობებს დაექვემდებარება, კერძოდ, უკრაინის მიერ დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვისადმი ერთგულების გაგრძელებას. ეს მოიცავს კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმდინარე ძალისხმევას.
60 მილიარდი ევრო - უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, 30 მილიარდი ევრო კი მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის არის გამოყოფილი.
წინადადება 458 ხმით 140-ის წინააღმდეგ დამტკიცდა, 44-მა კი ხმის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
სესხი ევროკავშირის საერთო სესხებით დაფინანსდება, უკრაინა კი მას რუსეთისგან ომის რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.
გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის ევროსაბჭომ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს სესხის გამოყოფის პაკეტი. პირველი გადახდა, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელდება.
ავტორ(ებ)ი :