მედია: კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს 11.02.2026 17:49

 

უკრაინული მედიის ცნობით, კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს.

Times of Ukraine წერს, რომ უკრაინელები მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ბიზნესმენ ჯარედ კუშნერის თანხლებით ჩავლენ.

სწორედ ამერიკული მხარე აიღებს საკუთარ თავზე უკრაინის დელეგაციის უსაფრთხოების გარანტიას. მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინულ დელეგაციას პოლონეთში შეხვდებიან და შემდეგ ერთად ჩაფრინდებიან მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მოსკოვში ჩასვლა, რადგან რუსეთის სასამართლომ 2023 წელს მას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ