ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება 11.02.2026 19:24

 

რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება, ეს გამორიცხულია, ვერავინ გვაიძულებს რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, რუსეთთან კამათს არ აპირებს.

„ჩვენ რუსეთთან კამათს არ ვაპირებთ. პუტინთან და მიშუსტინთან ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა მაქვს. ეს არის ჩვენი სტრატეგია: ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ყოველთვის ვიმოქმედებთ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად. მე ვუთხარი ჩემს რუს კოლეგებს, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელსაც რუსეთს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვთავაზობდით. მხოლოდ ხუთი სიტყვა გვჭირდებოდა: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, ორმხრივობა და საზღვრების ხელშეუხებლობა. ჩაწერეთ ეს ხუთი სიტყვა და მე ნებისმიერ დროს მოვაწერ ხელს", - განაცხადა ფაშინიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ