ჯეფრი ​ეპშტეინთან კავშირის გამჟღავნების შემდეგ, ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა 12.02.2026 22:27

ეპშტეინთან კავშირის გამჟღავნების შემდეგ, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

იაგლანდის სახლებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ევროსაბჭომ ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად იმუნიტეტი მოუხსნა.

„ეს მოსალოდნელი იყო და ამ ტიპის გამოძიების სტანდარტული ნაწილია", - განაცხადა იაგლანდის ადვოკატმა, ანდერს ბროსვეტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება იაგლანდის დაკითხვაც.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იღებდა თუ არა იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, 2009-2019 წლებში საეჭვო საჩუქრებს, სესხებს და სარგებლობდა თუ არა ანაზღაურებადი მოგზაურობებით.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ