12.02.2026 22:36
ეპშტეინთან კავშირის გამჟღავნების შემდეგ, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
იაგლანდის სახლებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ევროსაბჭომ ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად იმუნიტეტი მოუხსნა.
„ეს მოსალოდნელი იყო და ამ ტიპის გამოძიების სტანდარტული ნაწილია", - განაცხადა იაგლანდის ადვოკატმა, ანდერს ბროსვეტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება იაგლანდის დაკითხვაც.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იღებდა თუ არა იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, 2009-2019 წლებში საეჭვო საჩუქრებს, სესხებს და სარგებლობდა თუ არა ანაზღაურებადი მოგზაურობებით.
ავტორ(ებ)ი :