ბელგიის პოლიციამ ევროკომისიის ოფისებსა და ბელგიის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიაში შესაძლო თაღლითობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა 13.02.2026 00:38

ბელგიის პოლიციამ ევროკომისიის ოფისებსა და ბელგიის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიაში შესაძლო თაღლითობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, გამოძიება უძრავი ქონების გაყიდვაში შესაძლო დარღვევების შესახებ მიმდინარეობს. კერძოდ, გამოძიება ეხება 2024 წელს, ევროკომისიის 23 შენობის ბელგიის სახელმწიფოსთვის მიყიდვას. ეს 23 შენობა SFPIM-მა 2024 წელს 900 მილიონ ევროდ შეიძინა.

თავად ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენობების გაყიდვა დადგენილი პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად, კანონიერად მოხდა.

ევროკომისია და ბელგიის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია (SFPIM) აცხადებენ, რომ გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ.

გამოძიებას ევროპის პროკურატურა (EPPO) ხელმძღვანელობს, რომელიც მიმდინარე გამოძიების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ