,,დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს''- მაიკ უოლცი 13.02.2026 19:15

 

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, მაიკ უოლცის განცხადებით, დონალდ ტრამპს მსოფლიო კრიზისული პერიოდიდან გამოჰყავს.

აღნიშნულის შესახებ უოლცმა მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

უოლცი ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სამყარო განადგურების პირასაა.

„უნდა უარვყო მოსაზრება, რომ სამყარო დაცემის პირასაა, რაც, ვფიქრობ, ამ პანელის სახელწოდებაც იყო. ჩვენ მსოფლიო გამოგვყავს იმ კრიზისული პერიოდიდან, რომელშიც 18 თვის წინ უკრაინასთან, ღაზასა და ირანთან დაკავშირებით იყო; „ჰუსიტების" მიერ სუეცის არხის დაკეტვა, ლტოლვილთა კრიზისი სამხრეთ ამერიკაში და ასე შემდეგ. ასე რომ, ფაქტებსა და შედეგებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას და მულტილატერალიზმის რეფორმირება მოგვიწევს, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, 80 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მაშინ მსოფლიო ამას უნდა მიესალმოს", - განაცხადა უოლცმა.

როგორც უოლცმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი გაერო-სთან მიმართებით იმავეს გაკეთებას აპირებს, რაც ნატო-სთან მიმართებით გააკეთა.  მისივე თქმით, გაერო-ში რეფორმებია საჭირო.

„ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, გაერო დაუბრუნდეს ძირითად პრინციპებს, იმ მშვიდობისმყოფელ და სამშვიდობო ფუნქციას, რომელიც მისი დაარსებისას იყო მთავარი", -აღნიშნა მაიკ უოლცმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ