მერცი: ზესახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ არის გარანტირებული, ის საფრთხის ქვეშაა 13.02.2026 19:21

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააფრთხილა დამსწრენი, რომ ზესახელმწიფოების ეპოქაში ევროპული ქვეყნების თავისუფლება აღარ არის გარანტირებული მოცემულობა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

მან მოუწოდა სიმტკიცისა და კოლექტიური ნებისყოფისკენ თავისუფლების დასაცავად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, მოკავშირეებს შორის თანამშრომლობა და ნდობა იმაზე მეტად აუცილებელია, ვიდრე ოდესმე.

„ზესახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ არის გარანტირებული, ის საფრთხის ქვეშაა. ამ თავისუფლების დასამკვიდრებლად სიმტკიცე და ნება იქნება საჭირო", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ „მსხვერპლის გაღება" აუცილებელი იქნება „არა ოდესმე, არამედ ახლავე", მაშინ როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა გაზარდეს სამხედრო ხარჯები რუსული საფრთხისა და ამერიკის მხრიდან ჩართულობის შემცირების ფონზე.

„მოდით, ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა", - ინგლისურ ენაზე მოუწოდა გერმანიის კანცლერმა ევროპის „ამერიკელ მეგობრებს".

„ზესახელმწიფოებს შორის მეტოქეობის ეპოქაში, თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი არ იქნება საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ მარტომ იმოქმედოს", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ