14.02.2026 17:36
რეჟიმები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ, ასე უნდა მომხდარიყო პუტინის შემთხვევაშიც საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიომ უფრო დროული და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც ირანის, ასევე რუსეთის რეჟიმების წინააღმდეგ.
„დღეს ირანელები მსოფლიოსგან ელოდებიან იმას, რასაც ჩვენ ველოდებოდით 24 თებერვალს, როდესაც რუსეთის შემოიჭრა – ერთიანობა, მიზანმიმართულობა, სისწრაფე და მხარდაჭერა. ისეთ რეჟიმებს, როგორიც ირანია, დრო არ უნდა მიეცეთ. როდესაც მათ დრო აქვთ, უფრო მეტ ადამიანს კლავენ. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ. ეს ზუსტად ის არის, რაც უნდა მომხდარიყო აიათოლას წინააღმდეგ ყველა იმ ომის შემდეგ, რომელიც მისმა რეჟიმმა დაიწყო. ასე უნდა მოხდეს პუტინის შემთხვევაშიც საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორ(ებ)ი :