აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ირანის განადგურება არ შეუძლია 17.02.2026 17:25

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ირანის განადგურება არ შეუძლია.

„ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანისკენ სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნეს. ძალიან კარგი. სამხედრო თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, საშიში აღჭურვილობაა, მაგრამ ამაზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც შეუძლია ამ თვითმფრინავის ზღვის ფსკერზე გაშვება", - აღნიშნა ხამენეიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ, „შედეგები ძალიან მძიმე იქნება". თავის მხრივ, ირანში აღნიშნავენ, რომ არ შეეგუებიან მუქარას და მზად არიან საპასუხო დარტყმისთვის.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ